დაგვიკავშირდით: +995 032 219 50 99, +995 510 10 05 99



ჩვენს შესახებ

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, აბილიტაციისა და რე-აბილიტაციის ცენტრი პროსპერო პედიატრიული კლინიკაა სა-აბილიტაციო და სა-რეაბილიტაციო სერვისებით.

ბავშვთა განვითარების ცენტრი „პროსპერო“ მაქსიმალურად იყენებს განვითარებისა და ქცევის პრობლემების მქონე ბავშვების პოტენციალს და ქართულ სივრცეში მომავალი თაობებისათვის ამკვიდრებს ბავშვის განვითარებაზე ზრუნვის ახალ მეთოდებს.

ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ განვითარებისა და ქცევის პრობლემების მქონე ყველა ბავშვსა და მათ ოჯახებს, იცხოვრონ უფრო ბედნიერი და ჯანმრთელი ცხოვრებით.

  • „პროსპერო“ აერთიანებს თანამედროვე მეცნიერებას, აზრსა და გამოცდილებას.
  • ჩვენი სერვისები ეფუძნება მტკიცებულებებსა და კვლევებზე აგებულ მიდგომებს.
  • „პროსპერო“-ს გუნდი ეუფლება და პრაქტიკაში გადმოაქვს უახლესი ტენდენციები.

ცენტრი თანამშრომლობს დარგის თანამედროვე ექსპერტებთან, ტრენერებსა და სუპერვაიზორებთან.
მრავლისმომცველი რესურსი, მრავალმხრივი (მულტიდისციპლინური) მიდგომა, საერთო სივრცეში გაერთიანებული სერვისები, ღიაობა და პოტენციალი ახალი მეთოდების დასანერგად, მშობლების საზოგადოებასთან მჭიდრო ინტეგრაცია „პროსპეროს“ გუნდის მთავარი ამოცანაა.
ცენტრი „პროსპეროს“ ექსპერტებისა და თერაპევტების გუნდი შემოგთავაზებთ ბავშვის განვითარების პრობლემების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მხარდაჭერას (მშობელთა გაძლიერებას).
ცენტრ „პროსპერო“-ში სერვისებს მოგაწოდებთ ისეთ გარემოში, რომლის ყოველი დეტალი გათვლილია და მორგებულია სერვისის შინაარსს.

ცენტრი გთავაზობთ მრავალფეროვან სერვისებს,ინდივიდუალური ჩარევებიდან, როგორიცაა ბავშვის განვითარების სამედიცინო მონიტორინგი, ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული კორექციული ჩარევები, ერგო-თერაპია და ფიზიკური თერაპია, აზროვნების და ინტელექტის განვითარების სკოლა, ჯგუფურ აქტივობებამდე, მათ შორის, არტ-სტუდიას, საკვირაო სკოლას, სამოყვარულო თეატრს, სატრენინგო მომსახურებას მშობლების, სპეციალისტებისა და მოხალისეებისათვის.
ჩვენ შევუქმნით პატარას გარემოს, სადაც ის იქნება ბედნიერი, გახსნილი და გატაცებული.
ჩვენ ველოდებით თქვენს პატარასთან და თქვენს ოჯახთან შეხვედრას.

კიდევ ჩვენს შესახებ

ჩვენი გუნდი

შეხვდით ჩვენს ლიდერებს, ჩვენი გუნდი ენთუზიაზმით სავსე პროფესიონალებისგან შედგება, რომლებიც მზად არიან გამოწვევებისა და სიახლეებისათვის

გალერეა

შეხვდით ჩვენს ლიდერებს, ჩვენი გუნდი ენთუზიაზმით სავსე პროფესიონალებისგან შედგება, რომლებიც მზად არიან გამოწვევებისა და სიახლეებისათვის კლინიკა "პროსპერო"-ს ფერად სივრცეში, სადაც ცა ჩანს, ვირტუალური ექსკურსია

კონტაქტი

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად ვიმყოფებით, როგორ მოგვაგნოთ და დაგვიკავშირდეთ