დაგვიკავშირდით: +995 032 219 50 99, +995 510 10 05 99

Warning: Undefined array key "page" in /home2/prospero/public_html/core/pages/home/centermenu.php on line 3

ჩვენი ბიბლიოთეკა

აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ უახლესი, მოკლე ინფორმაცია ბავშვის ნეიროგანვითარების დარღვევების, კორექციული ჩარევების, განვითარებისა და ქცევის პრობლემების დაძლევის თანამედროვე მიდგომების შესახებ. ინფორმაცია მუდმივი განახლების რეჟიმშია.

ნეიროგანვითარების დარღვევები

ერთ ჯგუფში გაერთიანებული სამედიცინო მდგომარეობები

ერთი ტერმინის ფარგლებში მათ დაჯგუფებას საფუძველი დაუდო შემდეგმა სამმა მიმართებამ:

ეს მდგომარეობები ვითარდება ადრეულ ბავშვთა ასაკში, ახასიათებს ნერვული სისტემის (ფსიქიკური სფეროს) განვითარების დარღვევები და ქრონიკული მიმდინარეობა - სიმპტომატიკა შენარჩუნებულია მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ნეიროგანვითარების დარღვევების ჯგუფში გაერთიანებულია:

  • აუტიზმის სპექტრის დარღვევები (ASD)
  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის სინდრომი (ADHD)
  • ინტელექტუალური დარღვევები (ID)
  • დასწავლის სპეციფიური დარღვევები
დაწვრილებით

ბავშვთა აუტიზმი

აუტისტური სპექტრის დარღვევების შესახებ.

აუტიზმი, სამედიცინო პრაქტიკაში აუტიზმის სპექტრის დარღვევები (ასდ), წარმოადგენს ბავშვის განვითარების პროცესის დარღვევას, რომელიც ხელს უშლის მას ტიპიურად აღიქვას სამყარო და გარემოსთან ჩვეული ურთიერთქმედებები ააშენოს.

აუტიზმისთვის დამახასიათებელი პრობლემები ძირითადად უკავშირდება „ჩავარდნებს“ სოციალური უნარებისა და კომუნიკაციის განვითარებაში, ასევე განმეორებითი ქცევების სიჭარბეს.

აუტიზმის დასახასიათებლად სიმპტომების კონკრეტული ჩამონათვალი ვერ გამოდგება, რადგან გამოვლინების სურათი ფართოდ ცვალებადობს ბავშვიდან ბავშვამდე. სწორედ ამიტომ მას მოიხსენიებენ სპექტრად.

დაწვრილებით

განმეორებადი ქცევები

ტიპების, ფორმების და კორექციის შესახებ

ბავშვებში განმეორებადი ქცევები - გავრცელებული მოვლენაა, მრავალი ფორმით და განვითარების სხვადასხვა სტადიაზე ვლინდება.
ქცევების განმეორებადობის გარკვეული დონე ნორმად ითვლება და სასარგებლოცაა, რადგან ხელს უწყობს უნარების ფორმირებას და სწავლებას. ზედმეტად და უცნაური ფორმებით გამოხატული განმეორებადი ქცევები მიანიშნებს ფსიქიკურ პროცესებში შფოთვის ჭარბ ნიშნულზე.
განმეორებადი ქცევების კორექციის წინ საჭიროა აღიწეროს ქცევის ზუსტი ფორმები, დადგინდეს მათი პოტენციური მიზეზები და პროფესიული ჩარევის აუცილებლობა.

დაწვრილებით

ტანტრუმის შესახებ

საკვანძო მომენტები, რაც ტანტრუმის შესახებ უნდა იცოდეთ

ტანტრუმი ემოციური „აფეთქებაა“, ჩვეულებრივ ის ბავშვებთან ასოცირდება, თუმცა შესაძლოა მოზრდილებშიც შეგვხვდეს.
ტანტრუმი ხასიათდება ბრაზის, იმედგაცრუებისა და სტრესის უეცარი და ძლიერი გამოვლინებით. ტანტრუმის ეპიზოდი ხშირად მოიცავს ისეთ ქცევებს, როგორიცაა ტირილი, ყვირილი, ფეხების ბაკუნი, საგნების სროლა, სხეულით დაცემა იატაკზე, ხელებისა და ფეხების ქნევა, დარტყმა, თავის დარტყმა და, ასევე სხვადასხვა ტოპოგრაფიის აგრესიული ქცევა.
ტანტრუმის ქცევის კორექციის პროგრამა იგება შემდეგი მომენტების გათვალისწინებით:

  • ბავშვის ასაკი და განვითარების დონე
  • ტრიგერები
  • კომუნიკაციური უნარები
დაწვრილებით

რა გავაკეთოთ საგანგებო სიტუაციაში?

პირველადი დახმარების შესახებ, რას ვაკეთებთ, როდესაც სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, განვითარების და ქცევის პრობლემების მქონე ბავშვებისადმი სპეციალური მიდგომები

გაიგეთ მეტი
0-24

თვე - ბავშვის განვითარების ნორმები

შეიტყვე მეტი »
2-6

წელი - ბავშვის განვითარების ნორმები

შეიტყვე მეტი »
7-12

წელი - ბავშვის განვითარების ნორმები

შეიტყვე მეტი »
13 +

წელიმოზარდის განვითარების ნორმები

შეიტყვე მეტი »

ადრეული ჩარევა ცვლის ყველაფერს

ჩვენ ვისწრაფით მხარი დავუჭიროთ ბავშვებს დიაგნოსტიკიდან ყოველდღიურობამდე

სიახლეებიდან შედეგებამდე

ჩვენი კლინიკა ბავშვის ფსიქიკური, ემოციური, სააზროვნო, კომუნიკაციის, სოციალური განვითარების შემსწავლელი ტრენდების ეპიცენტრშია და მუშაობს მხოლოდ შედეგებისთვის

თანამედროვე ტენდენციები

მსოფლიო მუშაობს, რომ ამოხსნას ბავშვის განვითარების და ქცევის პრობლემების მულტიფაქტორული ბუნება. ჩვენ მათ გამოცდილებას ვეყრდნობით და ვმუშაობთ, რათა ეს პროგრესი საქართველოშიც შევქმნათ

სერვისები

კლინიკა პროსპერო-ში დაგხვდებათ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული სერვისები. სერვისები მოიცავს სუპერვიზიის ქვეშ მომუშავე სპეციალისტების გუნდის მუშაობას. სერვისები მოიცავს ბავშვის ინდივიდუალური განვითარების პროგრამის შექმნას, გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნებით. სერვისებს მოგაწოდებთ ისეთ გარემოში, რომლის ყოველი დეტალი გათვლილია და მორგებულია სერვისის შინაარსს.

სამედიცინო კონსულტაციები

ბავშვის განვითარების უწყვეტი პედიატრიული მონიტორინგი, სამედიცინო კონსულტაციები, რეფერალი (გადამისამართება), მულტიდისციპლინური დაკვირვება

ADOS დიაგნოსტიკა

აუტიზმის სპექტრის დარღვევების (ასდ) დიაგნოსტიკის "ოქროს სტანდარტი", სიმპტომატიკის გამოხატვის სიმძიმის შეფასება

ქცევის კრიზისის პროგრამა

პრობლემური (დამაზიანებელი) ქცევების კორექცია PFA SBT (Practical Functional Assessment and Skill-Based Treatment) დ-რ ჰენლის (Gregory Hanley, Ph.D., BCBA-D, LABA) მიდგომით

ABA ქცევის თერაპიის ქოლგა

ქცევის გამოყენებითი ანალიზის მიდგომაზე დაფუძნებული თერაპიები, სამეტყველო ქცევისა და სოციალური უნარების ფორმირება

CBT თერაპია

კოგნიტურ-ბიჰავიორული (შემეცნებით-ქცევითი) თერაპია შფოთვის და სხვა ფსიქოლოგიური პრობლემების დასაძლევად

მეტყველების თერაპია

წინა-სამეტყველო უნარებისა და მეტყველების სტიმულაცია, სამეტყველო კუნთოვანი აპარატის განვითარება, ლოგოპედია

ერგოთერაპია

მიზანმიმართული თამაშისა და აქტივობების ფარგლებში სენსორული ინტეგრაციის პრობლემების დაძლევა

ხელოვნების თერაპიები

მუსიკა-თერაპია, არტ-თერაპია - ემოციების მართვა, საკუთარი აზრებისა და გრძნობების გადმოცემა, წარმოსახვა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების სტიმულაცია

საშაბათო სკოლა

ჯგუფური უნარების ფორმირება, დიალოგის და დისკუსიის მართვა, წიგნიერების და თვით-კონტროლის ჩამოყალიბება